პროექტის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.შევიმუშავეთ მეთოდები თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული.კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს,რადგან ეს მთავარი კომპონენტია სასწავლო პროექტის გეგმაში,სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი. 

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხზე რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია.ჩამოვაყალიბეთ მეთოდები თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსიროთ სასწავლო პროექტის გეგმაში

ტრენინგის მე-6 დღე

ეს მოდული მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ჩამოვაყალიბოთ შეფასების კრიტერიუმები

ტრენინგის მე-5 დღე

საავტორო უფლებების დაცვა მეტად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ არ მოხდეს სხვისი ინფორმაციის მითვისება.

პრეზენტაციის მომზადება მეტად მნიშვნელოვანია ვიზუალური ხედვისთვის და ინფორმაციის მოკლედ გადმოცემისთვის.

ვარდები

ტრენინგის მეოთხე დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.ასევე მნიშვნელოვანია პროექტის პრეზენტაციის შექმნა,იმისათვის რომ მოკლედ გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი.