სასწავლო პროექტი


        შემოქმედის  საკათედრო  ტაძარი


პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებმა მიიღონ მეტი იმფორმაცია იმ სიწმინდეების შესახებ, რომლებიც შემოქმედის კათედრო ტაძარშია დაცული.

პროექტის აქტუალობა: ბავშვები დააინტერესა იმ ფაქტმა, რომ შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი უზველესი ხუროთმოზღვრების სამონასტრო კომპლექსია.

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ბავშვებმა კონკრეტული ცოდნა მიიღონ იმის შესახებ,რომ შემოქმედის ტაძრის კომპლექსში შედის შუა საუკუნეების (xII)ღვთაების ტაძარი. 2. XVI ს. გუმბათოვანი ეკლესია–„ზარზმა“,რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო იმისთვის,რომ შიგ დაებრძანებია ზარზმის მონასტრიდან XVI ს. გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი (ეკლესიის სახელიც აქედანაა). 3.1831 წ. აგებული სამრეკლო.ორივე ტაძარი „ღვთაების“ უგუმბათო და „ზარზმის“ გუმბათიანი ერთმანეთზეა მიშენებული.
 ასევე ის, რომ მონასტრის გორაკის ძირში გამოქვაბულია, რომელიც წინათ დაყუდებული ბერების ნავთსაყუდელი ყოფილა.

მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები დაინტერესდებიან მონასტრის განსაკუთრებული ისტორიით,მათ დააინტერესებთ მონასტრის მდიდარი წიგნსაცავის ისტორია. აქ დაცული იყო უძველესი ხელნაწერი წიგნები „გულანი“ და „ფუტკარი“. შემოქმედის „გულანი“ 1004 სქელი ქაღალდის ფურცლისგან შედგება და ზუსტად 2 ფუთს იწონის.წიგნი მრავლადაა დასურათებული წმინდანების გამოსახულებებით. XVIII ს. პირველ ნახევარში წიგნის გადაწერაზე 18 წელი უმუშავიათ.
„ფუტკარში“ მოთხრობილია წმინდათა ცხოვრება და სხვადასხვა საინტერესო ისტორიები. მაგ: VI და VII საუკუნეების ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის განხეთქილების ამბავი

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, წიგნები და სასკოლო ექსკურსია.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1აქტივობა: თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება.
2 აქტივობა: საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
3 აქტივობა: პროექტის გეგმის ჩამოყალიბება.
4 აქტივობა: ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება.
5 აქტივობა: პროდუქტის პრეზენტაცია.
6 აქტივობა: პროექტის შემაჯამებელი შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

 ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა  საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

პროექტის ხელმძღვანელი: ნანი მალაზონია.


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: malazonian@gmail.com